ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.