LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას – გიორგი მარგველაშვილი

83

“ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას მანამ, სანამ არ გავივლით კონსუტლაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსუტლაციის გავლა მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებთან, არამედიმ ჯგუგფებს, რომლებიც ძალადობაზე მუშაობენ.

“ჩვენ უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას,  ისე იმას, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. რამდენიმე დღეა, შეძრწუნებული ვარ იმ საზარელი მკვლელობის გამო, რომელიც მოხდა ბარნოვის ქუჩაზე. ბუნებრივია, ჩემთვისაც ძალიან მძიმედ გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მძიმეა ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვიტანილი დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ.  საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად.

“ეჭვიმტანილმა, მაშინ მსჯარდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტი მუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაკავებული და მხოლოდ 4.5 თვის შემდეგ, დეკემებერში, ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილი იქნა, მეორე მიმართვის დროს იქნა შესული რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი –  სასჯელაღსრულების ცნობა, ფისქოლოგის დადებით დასკვნა და აგრეთვე სამედიცინო ცნობა, სადაც არააა მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღაირება და იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ის 4 შვილის მამა იყო.  თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე,” –  განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებმა მან სწორედ ამის საფუძველზე მიიღო და გაუნახევრა სასჯელი პირს, თუმცა, როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომც არ გაენახევრებინა სასჯელი და არ მოეკლო 6-7 თვე, კალენდარულად პირი მაინც მოიხდიდა უკვე სასჯელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები