LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 დეკემბერს ,,გარდენ ჰოლში” ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის აკადემიის საახალწლო კონცერტი გაიმართება

387
საახალწლო-კონცერტის-საღამო

26 დეკემბერს, 16:00 საათზე, გარდენ ჰოლის ულამაზეს სივრცეში  (მისამართი: აღმაშენებლის ქ#73)  რენატა ტებალდის და მარიო მელანის სახელობის საერთაშორისო  ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის აკადემიის   საახალწლო კონცერტი გაიმართება

ქართულ – იტალიური აკადემია წარმოადგენს იტალიაში, ქ. პეზაროში დაფუძნებული რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო   კლასიკური მუსიკის აკადემიის ფილიალს საქართველოში, რომლის  სოვრინტენდენტი (მმართველი) და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი ქართველი სოპრანო:  ნინო ლეჟავა.

აღსანიშნავია,   რომ  საქართველოში დიდი მუსიკალური  ისტორიისა და  მნიშვნელობის  აკადემიის ფილიალი   გახსნა   ქალბატონმა  ნინო ლეჟავამ  და  სამუსიკო ხელოვნების დოქტორმა, ქორმაისტერმა  მეკო ქავთარაძემ.

მიუხედავად ორ წლიანი  ისტორიისა, ქართულ-იტალიურმა აკადემიამ უკვე განახორციელა წარმატებული პროექტები, ვორკშოპები,  კონცერტები, ფესტივალები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;  აკადემიას ჰყავს: საკუთარი მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი (ასაკობრივი ზღვარია 8-17 წ). გუნდის ქორმაისტერია მეკო ქავთარაძე.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც აკადემიის მოზარდები, ასევე  ტრიენიოს ვოკალური განყოფილების სტუდენტები,  რომლებმაც  ნინო ლეჟავას მხარდაჭერით,  კონცერტები გამართეს   იტალიაში და შეძლეს  იტალიის კლასიკური მუსიკის წარმომადგენლების წინაშე  საკუთარი თავის,  პოტენციალის/შემოქმედების  წარმოჩენა; ასევე მონაწილეობას მიიღებს:  ქართულ-იტალიური აკადემიის გუნდი,  რომელთაც  იტალიაში, ქ.პეზაროში  შეასრულეს  ჯოვანა ბატისტა პერგოლეზის „სტაბატ-მატერი„  რომელსაც ესწრებოდნენ  ჯ. როსინის სახელობის  კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები.   გუნდის გამოსვლა აღმოჩნდა წარმატებული და რეზონანსული, რაც აისახე არ მხოლოდ  მუსიკოსთა შეფასებებში, ასევე იტალიის საეთერო სივრცეში მომზადდა სიუჟეტები გუნდის და მათი წარმატებული  გამოსვლის შესახებ;

საქართველოში, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის ფილიალის გახსნა  მნიშვნელოვანი საფეხურია ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანთათვის, მოზარდებისთვის. აკადემიის წარმომადგენლების მთავარი მიზანია,  ახალგაზრდა თაობა  სწორი და თითოეული მათგანისთვის  ინდივიდუალურად შექმნილი (ევროპული ფორმატი) პროგრამის მიხედვით, აზიაროს კლასიკური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g