LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იყო საშინელი პერიოდი, 14-15 წელი ყველაფერი უკან მიდიოდა, ორი სახლის დაკარგვა.. ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძალიან მტკივნეული იყო“ – ნინო ლეჟავა

145
ნინო ლეჟავა

თეატრისა და კინოს მსახიობს, ნინო ლეჟავას 50 წელი შეუსრულდა.

22 აპრილს, ნინო ლეჟავას 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო აღინიშნება

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ნინო ლეჟავა სტუმრობდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „ჩვენის ოჯახი“.

გადაცემაში მსახიობმა განვლილ ცხოვრებასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეეჭიდა, თუმცა მისივე თქმით, ეს სიძნელეები მას პოზიტიურმა ფიქრებმა გადაატანინა.

„ჩემი სახლი, ჩემი აღარაფერი გამაჩნია.. როცა ასეთი რამ გემართება, არ უნდა დაეცე.  ეს ან იყო ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალი, რომელიც უნდა გადამელახა“ – ნინო ლეჟავა

„წლები იყო საშინელი პერიოდი, 14-15 წელი ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა, ფაქტობრივად, ორი სახლის დაკარგვა… დავჯექი და დავიწყე ფიქრი, ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძალიან მტკივნეული იყო, ჩემი ბავშვობის კერა, ჩემი საყვარელი მშობლების ადგილსამყოფელი.. ვამბობდი, ღმერთო, მადლობა, რომ შვილები მყავს ჯანმრთელი, აი ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაფერს ეშველება, ვთქვი, რომ 137-ჯერ დავიწყებ ნულიდან, ოღონდ შვილებს რაიმე პრობლემა არ შეექმნათ.

იმას მაინც ვახერხებდი, რომ შეძლებისდაგვარად, ჩემს შვილებს არ მოშიებოდათ, არასოდეს არაფერზე უკან არ დამიხევია“, – აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

ვიდეო: „ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ“ – ნინო ლეჟავა ცხოვრებისეულ სირთულეებზე

მსახიობი ნინო ლეჟავა სტუმრად „ჩვენს ოჯახში“

💬„14-15 წელი ყველაფერი უკან მიდიოდა, ორი სახლის დაკარგვა.. ბევრი ცუდი რამე მოხდა…“ მსახიობი ნინო ლეჟავა სტუმრად „ჩვენს ოჯახში“❤️ #ჩვენიოჯახი

Posted by ჩვენი ოჯახი on კვირა, 21 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები