LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემზე ვერ იტყვიან, რომ ნინო ლეჟავამ სხვისი უბედურების ხარჯზე, რამე ბედნიერი ნაბიჯი გადადგა… არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ თვალს ვინმეს“ – ნინო ლეჟავა

393
2025-02-24_12-33-55_326517

მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემა „პირველ სტუდიაში“ ურთიერთობებსა და საკუთარ პრინციპებზე საუბრობს.

მსახიობი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აშენება და მეუღლესთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად გულწრფელობას მიიჩნევს.

ნინო ლეჟავა ქორწინების იუბილეს აღნიშნავს: „უკვე 20 წელი ერთად!..“

მსახიობი ნინო ლეჟავა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

„არ შეიძლება ყველას უყვარდე, გამორიცხულია, შეიძლება უყვარდე, როგორც მსახიობი, მოსწონდეს შენი როლები, მაგრამ მე არავის არაფერს დავუშავებ და არ დამიშავებია… ჩემზე ვერ იტყვიან, რომ ნინო ლეჟავამ სხვისი უბედურების ხარჯზე, რამე ბედნიერი ნაბიჯი გადადგა.

არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ თვალს ვინმეს. თუ თვითონ გადაწყვეტს და ეს გარიგება პირველი დღიდან გვაქვს, რომ ნუ მომაყენებ შეურაცხყოფას, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მირჩევნია მითხრა – „მოხდა ესე, შემიყვარდა“, მადლობას გადავუხდი გულწრფელობისთვის და გავუშვებ“, – აღნიშნა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები