LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ივნისიდან ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

93
spain-travel-apps-e1545981007805

ესპანეთი 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას გააუქმებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარების უკანასკნელი შაბათ-კვირა, რადგან მომავალი შაბათ-კვირიდან ჩვენ მათ აღარ ვატარებთ“,- განაცხადა სანჩემა.

ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა გასული ზაფხულის შემდეგ.

ინფორმაციისთვის, ესპანეთში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები