LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისის მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდება

179

26 მაისის მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდება, ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მუმლაძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შუქნიშნის განთავსება დაგეგმილია ასევე პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთასთან. როგორც მუმლაძე ამბობს, ამით დედაქალაქში არსებული საცობები მნიშვნელოვნად განიტვირთება.

“პეკინისა და ბახტრიონის კვეთაზე სამუშაოები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. რაც ეხება 26 მაისის მოედანს, აქ უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი და, ალბათ, წლის ბოლოსთვის დასრულდება” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

გარდა ამისა, საცობების განსატვირთად, მერია მრავალდონიან ავტოსადგომებს ააშენებს. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მუმლაძემ, განაცხადა, კვლევის შედეგად, შეარჩევენ 10 ადგილს პარკირებისათვის, რომელიც ჯამში 3 ათას მანქანას დაიტევს.

ეს არის ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც მერიას დედაქალაქის საცობებისაგან განსატვირთად აქვს დაგეგმილი. გეგმის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერიაში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g