LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე“ – ბიძინა ივანიშვილი

321
ბიძინა ივანიშვილი


26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან, ყველაფერთან ერთად, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი განცხადებით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად და მშვიდობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში საზოგადოებას მიმართა.

„მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის.

ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

„როდესაც ქვეყანაში სრული უიმედობა იყო გამეფებული, სწორედ ამ დროს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მუქარის მიუხედავად გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართულიყო, მისი ეს ქმედება ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობის საფუძვლად იქცა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დავასრულეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g