ფოთში ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 37 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცავებმა 1982 წელს დაბადებული დ.წ-ს პირადი ჩხრეკისას 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” და 5 შეკვრა “კოკაინი” ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.