LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე“

109
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g