LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის ანა ბაიაძე Oxford-ის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის: „უდიდესი სიხარული, სიამაყე და მადლიერება ვიგრძენი – სწავლის დასრულების შემდგომ, საქართველოში დაბრუნებას და ცოდნის აქ გამოყენებას ვგეგმავ“

922
აბა ბაიძე

26 წლის ანა ბაიაძე University of Oxford-ში სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით გააგრძელებს სწავლას.

როგორც მან „ფორტუნას“ თავად უთხრა, დაფინანსება Oxford-Weidenfeld and Hoffmann – Sloane Robinson Foundation Graduate Scholarship-დან მოიპოვა.

აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში კი University of Oxford სწავლის გადასახადის 40%ს დაუფარავს, დანარჩენ ნაწილს და ყოველთვიურ სტიპენდიას კი Oxford-Weidenfeld and Hoffmann Trust უზრუნველყოფს.

„Oxford-ის უნივერსიტეტში სამართლისა და ფინანსების მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხვისა და სრული დაფინანსების ამბავი რომ შევიტყვე, უდიდესი სიხარული, სიამაყე და მადლიერება ვიგრძენი.

ეს სიახლე ჩემთვის ბოლო წუთამდე უფრო მეტად ოცნება იყო, ვიდრე – მოსალოდნელი ფაქტი. არჩევანი სამართლისა და ფინანსების პროგრამაზე იმ მიზნით შევაჩერე, რომ სამართალსა და ეკონომიკაზე უკვე მიღებული ინტერდისციპლინარული ცოდნა გავიღრმავო.

სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის აქ გამოყენებას ვგეგმავ – ვიმედოვნებ, რომ ამ ხარისხის მოპოვება ფასდაუდებელ გამოცდილებასა და კავშირებს შემძენს შემდგომი წარმატებებისათვის“, – უთხრა „ფორტუნას“ ანა ბაიაძემ.

ამასთან, პარალელურად, გუშინვე, მიიღო შეტყობინება, რომ Chevening-ის დაფინანსებაც მოიპოვა, [ბრიტანეთის საელჩოს სასტიპენდიო პროგრამა Chevening – გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს].

„ერთი და იგივე პროგრამაზე ორი დაფინანსება მაქვს და უნდა გავაკეთო არჩევანი – ჯერ ორივესთან ვაზუსტებ დეტალებს და პირობებს“. – დაამატა ანა ბაიაძემ.

ინფორმაციისთვის, University of Oxford გლობალურად აღიარებული რეიტინგებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.

ანა ბაიაძე ამ ეტაპზე საქართველოს ბანკის იურიდიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, წარმატებული ახალგაზრდა კერძო სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულია ლექტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები