გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 652 235-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 348-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 632 194-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 781 პაციენტი.
ამ დრომდე:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 378 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 862, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 933, PCR ტესტით – 1 929.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო 7 დღის – 1,43%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 063-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.