27 აპრილს, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა კლასიკური მუსიკის მე-18 ეროვნული კონკურსის -„მომავლის ვარსკვლავების” საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების განსაკუთრებით წარმატებული და ნიჭიერი მუსიკოსები.

შესარჩევი ტურები ჩატარდა კონსერვატორიის პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, მუსიკოსისა და პიანისტის ნინა კუპატაძის
ხელმძღვანელობით.

პრიზიორებს საქართველოს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცათ სახელობითი ჯილდოები.