LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

560
Relisze_V

მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 27 მარტამდე გაგრძელდება.

პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ტესტი ბმულზე.

ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის.

ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით, 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება.

ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

28 მარტი

თბილისი: ისანი – სკოლა „შავნაბადა“; დიდი დიღომი – სკოლა „ინტელექტი“

რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ფოთი; ლანჩხუთი; ბათუმი; ამბროლაური.

29 მარტი

თბილისი: საბურთალო – მაღლივის ბიბლიოთეკა; ნაძალადევი – კერძო სკოლა „ლამპარი“

ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე.

რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g