LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„27 წელი ერთად – ეს დიდი იშვიათობაა. როცა დათო და ვიკა გაშორდნენ, მე დედასთან დავრჩი, გუგა – მამასთან. მერე მამას გულზე პრობლემები რომ შეექმნა, დედამ დაურეკა, ჩემთან გადმოდი და მოგხედავო…“ – როგორ მიიღო დათო დარჩიას ქალიშვილმა დედ-მამის განქორწინება

1058
page

რუსთაველის თეატრის მსახიობის, დათო დარჩიას ქალიშვილი ელენე თავადაც მსახიობია.

ჟურნალ „სარკესთან“ (16 ივლისის ნომერი) ის საუბრობს მამისა და დედის, ვიქტორის ბუხნიკაშვილის დაშორების შესახებ და იმაზე, თუ როგორ გადაიტანეს შვილებმა მშობლების განქორწინება:

„ყოველდღიურობაში ვუყურებდი მათ ურთიერთობას და ვხედავდი, რომ ურთიერთობა გაქრა, აღარ იყო. მეც და გუგაც იმის მომხრენი ვართ, რომ ესენი იყვნენ ბედნიერები. ეს მათი ცხოვრებაა და მათი გადასაწყვეტია, მშობლების განშორება მძიმედ არ გადაგვიტანია. მე 18 წლის ვიყავი, გუგა – 20-ის.

ჩვენ შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხვდებოდით, მაგრამ სადღაც მაინც ვიაზრებდით, რომ ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. 27 წელი იყვნენ ერთად და მერე მათი ურთიერთობა განელდა. 27 წელი ერთად – ეს დიდი იშვიათობაა. როცა დათო და ვიკა გაშორდნენ, მე დედასთან დავრჩი, გუგა – მამასთან. მერე მამას გულზე პრობლემები რომ შეექმნა, დედამ დაურეკა, ჩემთან გადმოდი და მოგხედავო. იმ პერიოდში ბებიაჩემიც, თანგულიც, არ იმყოფებოდა საქართველოში, ამერიკაში იყო, ამიტომ დედა მიხედა მამას. დღესაც დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ რომელიმეს დასჭირდება მიხედვა ან რამე სხვა, მეორე კვლავ გვერდში დაუდგება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი გაშორების მესამე მიზეზი მესამე პირი არ ყოფილა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g