LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა – როგორ იხსენებს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობას დათო დარჩია

6628
ფორტუნა (11)

გა­და­ცე­მა­ „ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბის“ სტუმარი მსახიობი დათი დარჩია იყო.

დათო დარჩიამ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების მერე მისმა მესამე მეუღლემ პანაშვიდზე არ მიუშვა.

„ფო­ტო­ებ­ზე რომ ვუ­ყუ­რებ და თვა­ლებ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბი, იქაც „სიაფანტი“ გამოხედვა აქვს, ვგულისხმობ, რომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცუდი არ­ტის­ტი, მაგ­რამ რა­ტომ და­ა­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას თავი, არ ვიცი. შესაძლოა, შემოსავლის გამო. მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მამა უკვე კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. 7-8 წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბი რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, მა­მას ვნა­ხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ხში­რად არა. ხან ვბრაზ­დე­ბო­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ამას არ ვე­უბ­ნე­ბო­დი.

მამას სამი ცოლი ჰყავდა. (ეს ძალიან მიკვირს ჩემი ბუნებიდან გამომდინარე)..

ბოლოსკენ ჩვენი დაშორება მოხდა.

მამა საავადმყოფოში ერთხელ ვნახე.  ვერ ვგრძნობდი, რომ უნდა გარდაცვლილიყო. ამ დროს სკოლას ვამთავრებდი.  მამაჩემის პანაშვიდებზე არ ვყოფილვარ, მისმა მეუღლემ არ მოინდომა ჩემი მისვლა… ამ ქალს ვიცნობდ, სა­ნამ მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და, მა­ში­ნაც ვიც­ნობ­დი, ბოლო წლებ­ში მამა წყნეთ­ში ტურ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რი იყო და მაგ ამ­ბავს შე­ე­წი­რა, ნერ­ვი­უ­ლო­ბდა.

ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი პანაშვიდზე რომ არ მიმიშვეს. ბუკ­ნარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს და იქ მი­ვე­დი. მერე ამ გაბ­რა­ზე­ბა­მაც გა­და­მი­ა­რა ამ ქალ­ზე. უყ­ვარ­და ამ კაცს და შვი­ლი ჰყავ­და. ჩემი და არის, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. მერე სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვიდ­ნენ. მა­მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე კი­ბო­თი გარ­და­ეც­ვა­ლა, იმ ქორ­წი­ნე­ბი­დან კი­დევ ერთი უფ­რო­სი და მყავს, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს წლე­ბია“- ამბობს დათო დარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები