LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საყვარელმა ქალმა უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ… მინდა, მეგობარი მყავდეს…“ – ფიქრობს თუ არა დათო დარჩია ოჯახის მეორედ შექმნაზე

386
2025-11-26_15-57-16_590401

მსახიობი დათო დარჩია ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მეორედ ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია, თუმცა გვერდით საყვარელი ქალს ისურვებდა…

დათო დარჩია:

„ოჯახის შექმნას ჯერჯერობით არ ვფიქრობ, მაგრამ მინდა, მეგობარი მყავდეს… ოჯახის ვალდებულება მოვიხსენი და ახლა სხვა ეტაპზე ვარ, რაც მომწონს კიდეც. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა – როცა ოჯახს ვქმნიდი, საკუთარ თავში ვგრძნობდი ძალას და შემართებას. 30 წელი პატარა დრო არ არის, რომ ადამიანთან ერთად იყო და მერე გაშორდე. მერე რაღაცნაირად „ელემენტები დამიჯდა“. ახლა პასუხისმგებლობის აღებას კი არ გავურბივარ, უბრალოდ, ახალი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი პროფესიით და ტელევიზიაში მუშაობით.

რა თვისებას გამოარჩევდით ქალში?

ასე კრიტერიუმები არ მაქვს. რთული ადამიანი არ ვარ, მაგრამ რაღაც სირთულეები ჩემში არის… საყვარელმა ქალმა უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ და რაც ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g