ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყველა შოკშია მომხდარით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა.
გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ის „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გამოწერის შემდეგ იქ გადაიყვანეს.
თუ როდის მოთავსდება ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, ეს უცნობია.
სწორედ, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გიორგი კავლელაშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი.
ცნობისთვის, გიორგი კავლელაშვილმა ვარკეთილში 27 წლის, ცოლი, ქეთევან ედიბერიძე 9 იანვარს მოკლა.
ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა კავლელაშვილი იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე