მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილის დასახლებაში ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა მკურნალობას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.
მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება.
„კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს“ – კაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
„მეორე დღეა რეანიმაციაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის“ - უთხრეს „ფორტუნას“ კლინიკაში.
დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და სწორედ ინტერესების დამცველის თანამონაწილეობით მოხდება ბრალდების წარდგენა.
როგორც მეზობლები „რუსთავი 2“- თან საუბრისას აცხადებენ, ბრალდებული მამაკაცის მამა მომხდარს შეესწრო, თუმცა მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.
„როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში“. – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე