LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის Dodge Viper 100 ათას დოლარად იყიდება

dodge

eBay-ს ონლაინ აუქციონზე გამოჩნდა Dodge Viper-ის პირველი თაობის მოდელი, რომელიც მთელი 27 წელი ფარეხში ინახებოდა. 1992 წლიდან დღემდე სპორტქარის გარბენი მხოლოდ 54 კმ-ია და მისი საწყისი ღირებულება 100 ათასი დოლარი იქნება.

სპორტქარს კაპოტის ქვეშ 8,0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V10 ძრავი აქვს დამონტაჟებული და აგრეგატს 406 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ „ასეულს“ სპორტქარი 4,7 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია.

რბოლებისთვის შექმნილი მოდელი თავიდანვე განსხვავებულად იყო დაპროექტებული, მის კარებებს სახელურები არ აქვს, სალონში კი კონდიციონერი არ არის. მსგავსი „ვაიპერების“ წარმოება მეხუთე თაობაში დასრულდა. სპორტქარის ბოლო ეგზემპლარი ქარხნიდან 2017 წელს გამოვიდა, თუმცა იმის გამო რომ უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა ბაზარზე გასვლა ვეღარ შეძლო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g