საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მედიის ცნობით, საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის მამაკაცი (დ.ს.) საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა. მოგვიანებით, თურქულმა პოლიციამ ჩემოდანში 27 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოაჩინა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილს სწორედ აღნიშნული რუსი ქალი მართავდა. ძიების დასრულებამდე კი, საზღვარზე დაკავებულ ქალს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.