ცნობილი ხდება, რომ ჰოლივუდის A კლასის მსახიობები, ჯულია რობერთსი და დენზელ ვაშინგტონი ეკრანებზე ერთად ბრუნდებიან. პირველად მათ 1993 წელს ითანამშრომლეს ფილმში „პელიკანის საქმე“. ამჯერად კი ოსკაროსანი მსახიობები რუმან ალამის ნოველის ადაპტაციაში ითამაშებენ, რომლის სახელწოდებაა „დატოვე სამყარო უკან“. ფილმს რეჟიოსორი სემ ისმაელი გადაიღებს.
რუმან ალამის რიგით მესამე პროვოკაციული რომანი რასობრივი დისკრიმინაციის სირთულეებზე, მშობლების როლსა და კლასობრივ უთანასწორობაზე გვიყვება.