ჯონათან ჰაგინსკი 17 წლის იყო, როდესაც ნაგროვები ფულით მეორადი მოტოციკლი იყიდა. თუმცა, შენაძენით ტკბობა დიდ ხანს ვერ მოასწრო. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ჯონათანი ავარიაში მოყვა და მანამ სანამ მას ექიმები სინჯავდნენ, მისი მოტო უცნობმა პირმა გაიტაცა.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მოზარდმა პოლიციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ, მისი ნანატრი ტრანსპორტი ვერ იპოვეს.
მას შემდეგ 27 წელი გავიდა და პოლიცია ნაქურდალ მოტოს ერთ–ერთი რეიდის დროს გადააწყდა. ტელეარხ NBC–ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კონექტიკუტის შტატში ათობით მოპარული მოტოციკლეტი და კვადროციკლეტი აღმოაჩინეს. ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი ისინი პატრონებს დაუბრუნეს.
44 წლის ჰაგინსკის თავისი ბავშვობის სიყვარულის ნახვა ძალიან გაუხარდა და მეორე დღესვე მის შეკეთებას შეუდგა.
Twenty-seven (27) years ago this man had his dirt bike stolen. Today, HPD notified him that we had located it tearing through Bushnell Park. Reunited after 27 years. pic.twitter.com/7tMweMIe2J
— Hartford Police CT (@HartfordPolice) April 30, 2020