LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ივნისს გალერეა „უნივერსში“  ბავშვების ხელოვნების სახლი „Dephani KidArt“-ის  მოსწავლეთა  ნამუშევრების საზაფხულო გამოფენა მოეწყო

376

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა „Dephani KidArt“-ის მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა მასალაში შექმნილი ნამუშევრები.

მოსწავლეები  დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.

„Dephani KidArt“-ის  ხელოვნების სახლის შემოქმედებითი  პროცესის მთავარი მიზანია: გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში შემოქმედებით  წინსვლას. ასევე ხელი შეუწყოს, მოზარდში მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, მსოფლმხედველობის, ესთეტიკური გემოვნებისა და სულიერი ღირებულებების სამყაროში სწორი ორიენტაციის გამომუშავებას, რაც ააქტიურებს ადამიანის აზროვნებას, გონების აქტივობა კი უდიდესი სიკეთეა, რომელსაც ხელოვნება იძლევა.

საზაფხულო გამოფენა იყო ბავშვების ხელოვნების სახლის ფინალური, წლის საანგარიშო გამოფენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები