LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 მაისს ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართება

53
პუტინი და ლუკაშენკო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.

“დიახ, ამგვარი სამუშაო ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს. ეს იქნება საუბარი ორ პრეზიდენტს შორის, რომელიც, როგორც დაგეგმილია, გაგრძელდება სამუშაო ლანჩის განმავლობაში”, – აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვის თქმით, ლუკაშენკოს შესაძლებლობა ექნება, რუსეთის პრეზიდენტს Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გარემოებები დეტალურად გააცნოს.

ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მივიღეთ – მე ჩვენი ხალხის დასაცავად კანონიერად ვიმოქმედე: ალექსანდრე ლუკაშენკო

 

magti 5g