29 აპრილს ფონდი „იავნანა“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტზე გიწვევთ. მსმენელის წინაშე წარდგებიან აღიარებული ტენორი ოთარ ჯორჯიკია და პიანისტი მზია ბახტურიძე, რომლის მოღვაწეობა ათეული წლებია მილანის ლა-სკალას თეატრსა და ლეგენდარულ არტისტებს უკავშირდება.
მზია ბახტურიძეს 40 წელია, საქართველოში კონცერტი არ გაუმართავს, „იავნანა“ მას განსაკუთრებულ მადლობას უხდის, რომ დათანხმდა ფონდის წინადადებას და მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო აქციაში.