LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ჯორჯიკიას ცოლმა ქმრის გამო საოპერო კარიერა დათმო – წყვილი მესამე შვილს ელოდება

2025
jorjikia

საოპერო შემსრულებლის ოთარ ჯორჯიკიას მეუღლე პროექტიდან „მიმღერე“ უფრო ახლოს გაიცნო საზოგადოებამ.

წყვილი მესამე შვილს ელოდება და ოჯახური ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.

მარიამ ნაჭყებია: 

„ოთარის მეუღლეობა არის ჩემი მთავარი პროფესია. ოჯახის შექმნის დროს ამაზე უნდა იფიქრო და გაიაზრო, რამდენად შეგიძლია ასეთი უღლის ტარება. ნამდვილად უფლის წყალობაა, რომ ვარ ოპერის ვარსკვლავის მეუღლე. დიდი სტრესიც არის, მაგრამ იმდენად სასიხარულოა, რომ არაფრის გულისთვის არ დავთმობ…

სოლო კარიერას რაც შეეხება, მუდმივად არ ვმღერი, მაგრამ თუ მაქვს მიწვევა, სიამოვნებით გამოვდივარ, ფორმა არ დამიკარგავს. პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კლასიკური ვოკალის განხრით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გავაგრძელე აქტიურად პროფესიული საქმიანობა, ეს ჩვენი ერთად ყოფნისთვის გავაკეთე. მეც რომ ისეთივე დატვირთული ვყოფილიყავი, როგორიც ოთოა, დიდხანს მოგვიწევდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა. ხშირად არ მოხერხდებოდა ერთ ქალაქში, ერთ თეატრში გამოვსულიყავით, მე სხვა გრაფიკი, მას – სხვა, ეს არც ჩემთვის იქნებოდა კომფორტული და არც ოთოსთვის. ოჯახი ერთად უნდა იყოს…

მესამე შვილს ველოდებით, ვაჟს. გოგონები გვყავს და ახლა ვაჟი გვეყოლება, ოჯახში ბალანსი დამყარდება…“

ვიდეო: როგორ მღერიან ცნობილი ქართველი შემსრულებლების მეუღლეები და როგორია მათი სიყვარულის ამბები: „8 წელი მაწვალა…

ვიდეო: ოთარ ჯორჯიკიას საოცარი შესრულება – ნუნუ გაბუნიას “მიყვარხარ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები