LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“ – გიგი უგულავა

251
გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 29 აპრილს, საყოველთაო-სახალხო შეკრებით მმართველ გუნდს სურს, აჩვენოს, თითქოს არსებობს ორი მხარე და თვითონ წესრიგს უზრუნველყოფს.

მისივე განცხადებით, „29 აპრილს ვნახავთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ დაიცლებიან გამგეობები, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები საბავშვო ბაღში ან სკოლებში მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, როგორ მოაოხრებენ ქალაქს. ჩვენ ხომ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ ეს, მერე სამი დღეს ქალაქი სუფთავდებოდა“.

„იმედი“: 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

„29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბატონი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება – ეს ამ ყველაფერს კიდევ მეტ ხიბლს სძენს“ – რატი იონათამიშვილი

„ჩვენ ხომ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ ეს, მერე სამი დღეს ქალაქი სუფთავდებოდა. ხელისუფლებას ახლა უნდა, გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ. არსებობს ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ეს კანონი არის რუსული მარკერი და ამას აპროტესტებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, თორემ ამას „ქართული ოცნება“ არჩევნებზეც ნახავს“, – განაცხადა უგულავამ.

თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g