ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს უკავშირდება.
87 შემთხვევიდან 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია.
„დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
–
კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევა 2658 პირს ჩაუტარდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 146 პაციენტი მკურნალობს, 26 ინფიცირებული კი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათი მდგომარეობა უსიმპტომოა.