LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 აგვისტოს ბათუმში “ლუდის გარბენი” ჩატარდება

57

ხვალ, ლუდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში სახალისო გარბენი გაიმართება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ლუდის გარბენი”, რომელიც 18:00 საათიდან, ახალ ბულვარში, სასტუმრო “ეუფორია”-სთან აიღებს სტარტს საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პროგრამის #იყავიაქტიურისაქართველოში პროექტის #RunGeorgia ფარგლებში  იმართება. გარბენის დისტანცია არის 5კმ. რეგისტრაცია და მონაწილეობა არის უფასო. აღნიშნული გარბენი ტარდება პირველად და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და აქტიური ტურიზმის განვითარებას.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები და საჩუქრები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო სერტიფიკატით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g