LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ახალი ინფიცირებულიდან 2-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

104
Capture

“ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ინფიცირებული პაციენტის წყაროს დასადგენად  ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

“ახალი შემთხვევებიდან ერთი არის შემოტანილი, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება. გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გამგზავრება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 24 საათში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

mazda magti 5g