LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ახალი შემთხვევიდან 2 სტუდენტია, ერთის წყაროს დადგენა მიმდინარეობს – მარინა ეზუგბაია

217
ezugbaia-5ed35cbd6c160

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოში, საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. ორივე სტუდენტია და მათი შემთხვევა იმპორტირებულ დაინფიცირებას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მესამე პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები 7-ით გაიზარდა და გახდა 768. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინო სივრციდან შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 7 გამოჯანმრთელდა

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში სულ 129 პაციენტი განაგრძობს მკურნალობს, აქედან 24 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ აღენიშნებათ მსუბუქი ფორმის პნევმონია. რაც შეეხება დანარჩენ კოვიდპაციენტებს, ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

პოპულარულები