LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 დაკავებულიდან, ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია“ – საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

114
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 დაკავებულიდან, ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია.

„დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჯ., 1980 წელს დაბადებული შ.ი. და თურქეთის ინტერპოლის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი 2000 წელს დაბადებული გ.ი. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჯ.-მ და გ.ი. -მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე , 25-236-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g