3-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდა ზღვაში საბანაოდ 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა.
მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო, მას კი მაშველები ეძებდნენ.
„ambebi.ge“-ის ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა ნოდარ ჩაჩანიძეა.
