LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მაისს სამეწარმეო განათლების ფესტივალი ჩატარდება

104
ფესტივალი

3 მაისს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებით, სამეწარმეო განათლების ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეთა 35 კომპანია მიიღებს. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლებს წარმოადგენენ და ისინი სხვადასხვა ინოვაციურ და კრეატიულ პროდუქტს აწარმოებენ.

დღის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინტერვიუ და მომხმარებლის რჩეული.

ასევე, შეირჩევა 5 გუნდი, რომელიც მოსწავლეთა კომპანიების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავა  და 2025 წლის მოსწავლეთა საუკეთესო კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გამარჯვებული კომპანიის წევრები ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე „Gen-E 2025“ გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას ევროპის „მოსწავლეთა წლის საუკეთესო კომპანიის“ კონკურსში.

magti 5g