მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ. აღნიშული გადაწყვეტილება მემანქანეებმა, თბილისის მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან უშედეგო შეხვედრების შემდეგ გადაწყვიტეს.
სოლიდარობის ქსელის ინფორმაციით, მემანქანეებს ხელფასის გაზრდაზე მტკიცე უარი უთხრეს.
სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის მხრიდან, სახელფასო ტარიფის გაზრდაზე საბოლოო და მყარი უარის შემდეგ მემანქანეებმა და “ერთობა 2013”-ის (Ertoba2013) სხვა წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ 30 აპრილს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნოს განცხადება ხუთშაბათს, 3 მაისიდან, მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებული “ერთობა 2013″-ის სხვა წევრების გაფიცვის შესახებ”, – ნათქვამია ქსელის განცხადებაში.
აქცია ხვალ მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც მეტროპოლიტენის თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მოთხოვნებს.
