LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტს ველური ბუნების მსოფლიო დღე აღინიშნება

226
155993894-3877847855615123-534558196826274290-o

3 მარტველური ბუნების მსოფლიო დღე აღინიშნება. 2021 წელს, ველური ბუნების მსოფლიო დღის თემა ტყეები და მისგან მიღებული სარგებელია. ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იშვიათი ეკოსისტემების, თუ ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების პროცესში, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდი 369 189 ჰექტარს შეადგენს, რაც დაცული ტერიტორიების საერთო ფართობის თითქმის ნახევარია.

საქართველოში ტყის მართვის მოდელის უპირველესი მიზანია ტყეების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მოვლა, დაცვა და აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

2021 წელს ველური ბუნების მსოფლიო დღე მიზნად ისახავს, სწორედ ტყის მართვის ისეთი მოდელების წახალისებას, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც ადამიანების კეთილდღეობას, ისე ტყისა და მისი ველური ბუნების  გრძელვადიან კონსერვაციას.

ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g