LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ივნისს დოდო აბაშიძეს გაიხსენებენ

210
dodoabahidzendews

30 ივნისს, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზის სცენიდან ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენელს, გამორჩეულ ქართველ  მსახიობსა და კინო რეჟისორს დოდო აბაშიძეს გაიხსენებენ.

მის მიერ განსახიერებული კინოროლები, განსაკუთრებული სიყვარულით შემორჩა ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში. საღამოზე ახალი თაობის მაყურებელი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს დიდ ქართველ არტისტს, უფროსი თაობა კი გაიხსენებს მის წარუშლელ ღვაწლს ქართული კინოს ისტორიაში.

მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, დავით კვირცხალია, ზურაბ ყიფშიძე, ნუგზარ ყურაშვილი, ქეთევან ტრაპაიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, ნინო გულიაშვილი, დავით ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე

საღამოს დასაწყისი: 19:00 საათზე

საღამოს მხარდამჭერია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ორგანიზატორები: ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი და კომპანია “ზუჩი ფილმსი“

საღამო ჩატარდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით;

ბილეთები იყიდება მხოლოდ ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები