LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ნოემბერს თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

116
ფორუმი

30 ნოემბერს თელავში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს 25-მდე კომპანიის 300-მდე ვაკანსიის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებს მცირე მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და ნაკეთობების დათვალიერება და შეძენაც შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები