თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა – შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
