LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი დაიღუპა

83
BeFunky-collage (6)

Covid19-თან ბრძოლა მთელ პლანეტაზე მედპერსონალს ყველაზე ძვირი უჯდება. კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას ექთანთა საერთაშორისო საბჭო ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობა მხოლოდ 30 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს.

„ათასობით ექთანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით და ასობით უკვე გარდაიცვალა, თუმცა მთავრობები ვერ ასახელებენ ზუსტ რაოდენობას, რადგან მონაცემებს არ აგროვებენ. ზუსტი მონაცემების არარსებობა იწვევს ექთნებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის არასათანადო შეფასებას“, – ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მიაწოდონ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g