LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვივამედის” ნევროლოგი: ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება

170
ecrcercer.png

“ვივამედის” ნევროლოგი, თამარ აბაშიძე ადასტურებს, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისით ყოფილი პრეზიდენტი მძიმე პაციენტია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა სასამართლოში გამოკითხვის დროს განაცხადა.

მას ასევე ჰკითხეს, ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადგა თუ არა დადებითი შედეგი, რაზედაც მკურნალმა ექიმმა თქვა:”დადებით შედეგს ვერც გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქო-ნეირო რეაბილიტაციას”.

მან ასევე განაცხადა, რომ მათი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება.

“ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება იყო კვლევის ფორმატი. ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელიც დასმული იყო, ითხოვდა გაღრმავებულ კვლევებს. ეს ფორმატი მოიცავდა ტოქსიკოლოგიურ კვლევასაც. კვლევებმა, რაც ჩვენ ჩავატარეთ, რაიმე პოზიტიური მაჩვენებელი არ მოგვცა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დამადასტურებელი ლაბორატორიული შედეგი არ გვაქვს. ნევროლოგიური თვალსაზრისით არის ნეგატიური დინამიკა. მე ვარ ექიმი, ჩემი ექიმობა უკვე გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები, სადაც უკეთესი იქნება. ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, ინტოქსიკაცია არ დასტურდება“, – განაცხადა თამარ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები