Microsoft-ი კლავიატურაზე ახალ ღილაკს ამატებს. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისის, Copilot-ის ღილაკი. ახალი კლავიატურა უკვე ამ თვიდან იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია რომ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Microsoft-მა Windows-ის კლავიატურას ახალი ღილაკი დაუმატა.
ცნობისთვის, ბოლო ასეთი ცვლილება 1994 წელს მოხდა, როდესაც კლავიატურაზე Windows-ის იგივე Start-ის ღილაკი გაჩნდა.
შეგახსენებთ, Microsoft-მა გასული წელს თავისი არაერთი პროდუქტი AI ტექნოლოგიების გამოყენებით განაახლა.