სიყვარული, რომ უცნაური გრძნობაა და შენც არ იცი, ვინ და როდის შეგიყვარდება, ამაზე არავინ დავობს… თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც საზოგადოებას მაინც აოცებს და შოკში აგდებს…
სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს, 30 წლის გერმანელი გოგონას, მიშელ კებკეს გადაწყვეტილება ცოლად გაჰყვეს Boeing 737-800-ს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ქორწილი მიმდინარე წლის 18 მარტს ნიდერლანდებში შედგება. ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა თითქმის 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა. მიშელი თავის სიყვარულს პირველად 2014 წელს ბერლინის თეგელის აეროპორტში შეხვდა და 6 წლის განმავლობაში მის სანახავად ხშირად დადიოდა.
იმის გამო, რომ ქალს 40 ტონიან თვითმფრინავთან მუდმივად ყოფნა არ შეუძლია და მიშელმა მისი მასშტაბური მოდელი იყიდადა სწორედ Boeing 737-800-ის მაკეტთან ერთად იძინებს და საუზმობს.
აღსანიშნავია, რომ მიშელს ობიექტიოფილია სჭირს და ახასიათებს რომანტიკული მიზიდულობა არადინამიური ობიექტების მიმართ.