LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლიანი პაუზის შემდეგ, Boeing 737-8 MAX-ით საქართველოში პირველი ფრენა შესრულდა

87
SP-LVA-2-

2 წლიანი პაუზის შემდეგ, Boeing 737-8 MAX-ით საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა განხორციელდა. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, პოლონურმა ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა 7 ივნისს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისი Boeing 737-8 MAX-ით შეასრულა, რითაც საქართველოს ავიაბაზარზე პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც Boeing 737-8 MAX-სა და Boeing 737-9 MAX-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი შეასრულა.

შეგახსენებთ, მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 13 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენების აკრძალვა მხოლოდ საქართველოს საავიაციო სივრცეში არ მომხდარა. იგივე გააკეთეს თითქმის ყველა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ.

“ავიანიუსის” ცნობითვე, თავად Boeing-ს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდებზე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

ცნობისთვის, Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფა, რომელიც 2019 წლის 10 მარტს მოხდა, უდიდესი ტრაგიკული შემთხვევა იყო, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები