რამდენიმე საათის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ამერიკელი რეპერი, Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არტისტის მენეჯერმა განაცხადა, რომ მუსიკოსი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამერიკელი რეპერი Coolio საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ერთ-ერთი პირველი, ვინც რეპერის გარდაცვალებას გამოეხმაურა, გახლავთ მსახიობი, მიშელ პფაიფერი, რომელიც რეპერთან 1995 წელს გამოსულ საკულტო ნამუშევარში, Gangsta’s Paradise ითანამშრომლა.
„შეძრწუნებული და გულგატეხილი ვარ უნიჭიერესი მუსიკოსის, ქულიოს გარდაცვალებით. მისი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. მე მხვდა წილად პატივი, მასთან ერთად, 1995 წელს გამოსული ფილმის, „სახიფათო აზრების“ საუნდტრეკზე მემუშავა, რომელმაც გრემის ჯილდო დაიმსახურა. ჩემი აზრით, ფილმის ასეთი წარმატება, სწორედ ამ სიმღერის დამსახურებაა. ის ძალიან თავაზიანი ადამიანი იყო. 30 წლის შემდეგაც კი, როცა მე ამ სიმღერას ვუსმენ, კვლავინდებურად ჟრუანტელი მივლის. მშვიდობით განისვენე არტის ლეონ აივი“, – წერს მიშელი და საკულტო კლიპს აზიარებს.