LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული – თავდასხმა პაკისტანში

102

მორიგი მასშტაბური თავდასხმა პაკისტანში. საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, ექსტრემისტული ორგანიზაციის, “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს.

დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა

წინასაარჩევნო პერიოდში, დღემდე დაახლოებით 203 ადამიანი ემსხვერპლა ტერორისტულ თავდასხმებს.

დღეს პაკისტანელები პარლამენტის ქვედა პალატას ირჩევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g