LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მლრდ ლარია

111
საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მარტის თვის ანგარიშს აქვეყნებს.

საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები