LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„31 მარტს გილოცავთ…წარმოგიდგენთ საჩუქარს, რომელიც იუბილარს მისმა უფროსმა ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ მიუძღვნა” – ანა ჯაბაური

1150
BeFunky-collage - 2023-03-30T224221.547

ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, იუბილარს მისმა უფროსმა ვაჟმა, კონსტანტინე-უმცროსმა გამსახურდიამ წიგნის სახით საჩუქარი მიუძღვნა.

„მას, ვინც სათანადოდ აფასებს ზვიად გამსახურდიას ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობას; ვისაც სრულად აქვს გააზრებული ამ მოვლინებისა და მოვლენის მისია და სიკეთე, და, ვისაც, უბრალოდ უყვარს ეს საოცარი ადამიანი , 31 მარტს გილოცავთ…

გილოცავთ და წარმოგიდგენთ საჩუქარს, რომელიც იუბილარს მისმა უფროსმა ვაჟმა, სიყრმის შვილმა, დიდი კონსტანტინეს მიერ აღზრდილმა კონსტანტინე-უმცროსმა გამსახურდიამ მიუძღვნა.

ისტორიულ-ეპოქალური, ავთენტურობისა და მოცულობითობის კუთხით თითქმის უანალოგო ნაშრომი, ზვიად გამსახურდიასა და იმ ურთულესი ეპოქის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დიდმა ქართველმა გამრღვევი ცვლილება მოახდინა და ლომის წვლილი შეიტანა საქართველოსთვის ისტორიული შანსის დაბრუნების საქმეში, რომლის შედეგად მსოფლიო რუკაზე 200 წლის წინ გამქრალი ულამაზესი და უძველესი ჩვენი ქვეყანა კვლავ ამობრწყინდა…

ნაწარმოებში საინტერესოდ და შეულამაზებლადაა აღწერილი ზვიად გამსახურდიას სრული ბიოგრაფია – როგორც დისიდენტური და პოლიტიკური მოღვაწეობა, აგრეთვე პირადი ცხოვრება და ადამიანური შტრიხები.
საგულისხმოა, რომ მასში წაიკითხავთ და გაეცნობით ისეთ ფაქტებსა და მოვლენებსაც, რომლის შესახებაც ჯერ ა რ ს ა დ ა რ დ ა წ ე რ ი ლ ა.

მაშ ასე – თქვენს წინაშეა, ფაქტობრივად, თვითმხილველის მიერ მოთხრობილი სრული და სრულყოფილი სიმართლე ზვიად გამსახურდიას ცხოვრების, მოღვაწეობის, დევნის, ღალატისა და გაწირვის შესახებ. ნამდვილი ამბავი, რომელიც ავტორმა მისთვის დამახასიათებელი აკადემიურობით, წერის დახვეწილი მანერით, კულტურითა და სისხარტით გადმოგვცა, რაც მკითხველისთვის თითქმის 800 გვერდიანი სიამოვნების უცილობელი საწინდარია
……..
31 მარტს ჩვენს ქვეყანას დისიდენტი, პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი ზვიად გამსახურდია მოევლინა”, – წერს ანა ჯაბაური და ფოტოს აქვეყნებს.

„პირველი პაემნიდან გამოვიქცეცი, ვუთხარი, რომ შვილიშვილი მელოდებოდა“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან სიყვარულის ისტორიას იხსენებს

ფოტო: „ორი გმირის, ორი რაინდის, სამშობლოს სიყვარულს შეწირული ორი ძმადნაფიცის შთამომავლობა დღეს“ – ანა ჯაბაური ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის და ჯოხარ დუდაევის შვილის ფოტოს გვიზიარებს

„ცოტნეზე 11 წლით უფროსი ვარ, რაც მისი ინციდენტის შემდეგ გავიგე, ეს იყო გალანტური ნაბიჯი მისგან“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან პირველ პაემანს იხსენებს

„წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას, ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო“: რას წერს ანა ჯაბაური დამნაშავეებზე

magti 5g