31 წლის რუსეთის მოქალაქე ვალერი სპირიდონოვი თავის ტრანსპლანტაციას ითხოვს.
რამდენიმე წლის წინ, 51 წლის იტალიელმა ქირურგმა სერჟიო კანავერომ, რომელიც საკუთარ თავს, ფრანკენშტეინს ადარებს, განაცხადა, რომ იგი თავის გადანერგვას 2017 წელს შეძლებს.
როგორც ქირურგმა განმარტა, პროცედურა გულისხმობს, პაციენტის სხეულისა და დონორის იქამდე გაყინვას, ვიდრე უჯრედები ჟანგბადის გარეშე არსებობას შეძლებენ. ამის მერე დაიწყება მსხვილ სისხლძარღვთა და ზურგის ტვინის გამოცალკევება. ოპერაციის დასრულების შემდეგ ადამიანს დაახლოებით ოთხი კვირით ხელოვნურ კომაში გადაიყვანენ.
ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ვლადიმირი ქირურგს ინტერნეტით დაუკავშირდა და საკუთარი თავი შესთავაზა.
31 წლის ვლადიმირი გენეტიკური დაავადებით(Werdnig–Hoffmann disease) დაიბადა. მას ზურგის კუნთების ატროფია აქვს.
კანავეროს ამბიციურ იდეას სკეპტიკურად უყურებენ მისი კოლეგები და აღნიშნავენ, რომ ამ ოპერაციის წარმატებით დასრულების შანსი, თითქმის არ არსებობს.
როგორც უცხოურ მედიაში წერენ, უნიკალურ ოპერაციას 80 ქირურგი დაეწრება და მისი ღირებულება დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს.